"TNET" წარმოადგენს "თიბისი ჯგუფში" შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის მასშტაბით.
"თინეთი" 9 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.
"თინეთში" შემავალი ციფრული პლატფორმები (myauto.ge; myhome.ge; mymarket.ge; myparts.ge; vendoo.ge; swoop.ge; tkt.ge; livo.ge; saba.com.ge) მომხმარებელს მომსახურებას 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება.
TKT.ge-ს გუნდში ვეძებთ .NET დეველოპერს!
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, 4 day off წელიწადში
ფუნქცია-მოვალეობები:
** სხვა დეველოპერებთან და პროექტის მენეჯერებთან ერთად მუშაობა და არსებული ტექნიკური გამოწვევების გადაჭრის გზების ძიება;
** C#-ზე კოდის ორგანიზებულად და სტრუქტურირებულად, შედეგზე ორიენტირებულად და გასაგებად წერა ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით;
** ეფექტური და გამოყენებადი C# სერვისების აწყობა;
** არსებული კოდის განვითარებაზე და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** სისტემის მოთხოვნების ანალიზი და განვითარების ამოცანების დასახვა;
** ტექნიკური მახასიათებლების შემუშავება;
** მონაცემთა ბაზის და სისტემების ფაილების დიზაინის პროცესში მონაწილეობა;
** არქიტექტურის დიზაინსა და ტექნოლოგიების შერჩევაში მონაწილეობა;
** უმცროსი დეველოპერების განვითარების მხარდაჭერა და მენტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერული მეცნიერებების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა მონათესავე მიმართულებით სასურველია;
** OOP პრინციპების და საუკეთესო პრაქტიკების სიღრმისეული ცოდნა;
** ASP.NET core framework - თან მუშაობის გამოცდილება;
** .Net პროგრამირების ენების მათ შორის C# -ის სიღრმისეული ცოდნა;
** მიკროსერვისული არქიტექტურის ცოდნა;
** რელატიურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MS SQL);
** GIT-თან მუშაობის გამოცდილება;
** პროექტის მართვის გამოცდილება;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** კარგი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები.
თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@tnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.