www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: კრიალა
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

საწარმო შპს "კრიალა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანაშემწეს პოზიციაზე თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ეკონომიკური/ფინანსური/მათემატიკური განათლება;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (ბალანსი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა, MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია წარმოების ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** ბუღალტრის დამხმარედ მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური რეალიზაციის ზედნადებების ატვირთვა (საჭიროების შემთხვევაში);
** გაყიდული და შესყიდული საქონლის ზედნადებების გადატანა პროგრამაში (ბალანსში);
** მიღება-ჩაბარებების აქტების შედგენა და გაკონტროლება;
** საწვავის ხარჯის კონტროლი და თვის ბოლოს აქტების შედგენა;
** წარმოების პროცესის ასახვისთვის საჭირო მონაცემების შეგროვება (მაკულატურის მოძრაობა, ქაღალდის რულონის მოძრაობა);
** შემოსული მაკულატურის წონის დოკუმენტურად შემოწმება /კონტროლი.

პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ქიზიყის ქ. 50ბ.
ანაზღაურება: 1000 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@kriala.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |