საქართველოში ევროპული და ამერიკული ცნობილი ბრენდების წარმომადგენელი კომპანია შპს "უნიმედი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შესყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა და აქტიური მონიტორინგი;
** საჭირო პროდუქციის დადგენა და შესაბამისი შეკვეთის გაფორმება;
** ყოველდღიური/ყოველკვირეული რეპორტინგის წარმოება და მენეჯმენტის აქტიური ინფორმირება;
** გაყიდული პროდუქციის ანალიზი, მოთხოვნადი და ნაკლებად მოთხოვნადი პროდუქციის გამოვლენა, შესაბამისი აქტივობების გატარება;
** შესყიდული და საქართველოში ჩამოსული პროდუქციის განაწილება;
** მომარაგების სრული პროცესის მართვა.
ჩვენი მოლოდინები:
** ლოჯისტიკის, შესყიდვების (ტენდერებში) და გაყიდვების სფეროებში მუშაობის გამოცდილება;
** Ms. Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel);
** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა.
დამატებითი ინფორმაცია: დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელმისამართზე: cv@unimedi.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - შესყიდვების მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებას!