დასახელება: ტურიზმის მენეჯერიმომწოდებელი: Georgian Travel Group გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი
ტურისტული სააგენტო "Georgian Travel Group" აცხადებს ვაკანსიას ტურიზმის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ძირითადი ფუნქციები:
** სტუმრების აეროპორტში დახვედრა და სასტუმროში განთავსება.
** ტურების შეთავაზება ჩამოსული სტუმრებისათვის.
** სტუმრების დახმარება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
** ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
უნარები:
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გადმოგზავნეთ ელ. ფოსტაზე: elene@cometogeorgia.net და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
|