www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის თანამშრომელი
მომწოდებელი: ჩემი ოფისი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 7 აპრილი

"ჩემი ოფისი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის თანამშრომლის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

"ჩემი ოფისი" გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის პროდუქციის ადგილზე მიწოდებას. იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს: https://myo.ge/

ჩვენ გთავაზობთ:

** შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე შესწავლას;
** 1C პროგრამაში მუშაობის შესწავლას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში მიმდინარე პროცესების კონტროლი;
** სამუშაო პროცესში კომუნიკაცია მის უშუალო ხელმძღვანელთან;
** სამუშაო ადგილზე წესრიგის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია კანდიდატის საცხოვრებელი ადგილი მდებარეობდეს დიღომში, ან მიმდებარე ტერიტორიაზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდურაად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი.
** თანამედროვე სამუშაო სივრცე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: hr@myoffice.com.ge, ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 579 02 08 34. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სერვისის თანამშრომელი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |