"FTG" არის ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების გადაზიდვის ორგანიზებას ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. კომპანია გამოირჩევა საქმის მაღალი ხარისხით და სიზუსტით. კომპანია ორიენტირებულია განვითარებაზე, შესაბამისად ვეძებთ მოტივირებულ გუნდის წევრებს.
ამ ეტაპზე კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების მენეჯერის თანაშემწის თანამდებობაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში (ორშაბათი-პარასკევი), 16:00 - 02:00 საათები.
ანაზღაურება: 800-1500 ლარი
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე.
** რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** Gmail, Google და Google Maps-თან მუშაობის გამოცდილება.
** ლოჯისტიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება
** ბროკერებთან მოლაპარაკების წარმოება
** მარშრუტის დაგეგმვა მძღოლისთვის
** დროის კონტროლი
** პრობლემური სიტუაციების მოგვარება
** საბუთების შევსება და მოწესრიგება
პიროვნული მახასიათებლები:
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაციის მარტივად დამყარების უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
თუ თვლით რომ თქვენი ინტერესები და კომპანიის მოთხოვნები ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სასურველია სამოტივაციო წერილი მითითებულ ელ-ფოსტაზე: infoftg21@gmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).
FTG გისურვებთ წარმატებას!