შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას სერვისცენტრის გაყიდვების ოპერატორის თანამდებობაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
** სერვისცენტრის კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;
** კლიენტებისათვის პროდუქტებზე/მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროების ანალიზი და კონსულტაცია;
** არსებული პროდუქტების გაყიდვა;
** კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** MS პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
** ინდივიდუალური გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბათუმის გაყიდვების ოპერატორი (დეკრეტი)".