www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი - MyAuto
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

"TNET" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის მასშტაბით.

"თინეთი" 9 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

"თინეთში" შემავალი ციფრული პლატფორმები (myauto.ge; myhome.ge; mymarket.ge; myparts.ge; vendoo.ge; swoop.ge; tkt.ge; livo.ge; saba.com.ge) მომხმარებელს მომსახურებას 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება.

"MyAuto.ge" -ს გუნდში ვეძებთ ქოლცენტრის ოპერატორს!

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე) (მცოცავი გრაფიკი)
ანაზღაურება: ფიქს + ბონუსი (საშუალოდ 1000 ლარი) .
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, 4 day off წელიწადში

ძირითადი მოვალეობები:

** ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის შესწავლა და მომხმარებლისათვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** ელფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** კონტენტის გადამოწმება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის (ასევე რუსული ენის, უფრო მეტი რუსულენოვანი მომხმარებელი გვიკავშირდება) სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასურველია კანდიდატი ერკვეოდეს ავტომობილის ნაწილებში.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კომფორტულ, საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@tnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |