www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის #1
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი და გამავალი კომუნიკაცია: სატელეფონოდ, Live-Chat, FB-საკომუნიკაციო არხებში მომხმარებელთან გამართული, ეფექტური კომუნიკაცია, საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის/სერვისის შეთავაზება;
** ფილიალებისა და ონლაინ გაყიდვების პროცესის ხელშეწყობა და პროცესის ყველა ეტაპის მაღალ დონეზე შესრულება.
** კომპანიაში არსებული პროდუქციის სრული ასორტიმენტის და მათი ტექნიკური მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია ციფრული ტექნიკის ცოდნა ან ინტერესი და მარტივად ათვისების უნარი
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი.
** ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge და გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |