www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ბენე ჯგუფი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

კომპანია "ბენე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და ორგანიზება;
** შეკვეთასთან დაკავშირებული დეტალების პროგრამულად ასახვა;
** შეკვეთის ვადებზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელება;
** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;
** შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება;
** ახალი კონტრაქტორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბათუმი, ფოთი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-19:00 საათამდე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@benegroup.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კომპანია განახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და დადგენილი სტანდარტებით; პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ კანდიდატის კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და სხვა მოთხოვნილი მახასიათებლების ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და ინახება კომპანიაში არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას და დამუშავდეს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |