www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: ბებე+
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

"ბებე +" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შერჩევა/რეკრუიტმენტი (ვაკანსიის გამოცხადება, რეზიუმეების სორტირება, პირველი ეტაპის გასაუბრება)
** ადმინისტრირების პროცესის კონტროლი - პერსონალთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების (ბრძანების), შრომითი ხელშეკრულებების და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება/შენახვა;
** კომპანიის პერსონალის მართვის პოლიტიკის (სახელფასო სისტემა, პრემირების სისტემა, შეფასების სისტემა) შექმნა/დანერგვა/შესრულების კონტროლი.
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის ფორმირება/განახლება;
** სამოტივაციო სისტემის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების პერიოდულად დაგეგმვა/განხორციელება;
** ახლად აყვანილი თანამშრომლების ინტეგრაციისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
** თანამშრომლებისთვის შესაბამისი ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარების ორგანიზება;
** თანამშრომელთა გუნდური მუშაობის, მოტივაციის და არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
** შიდა კორპორატიული კულტურის განვითარება;
** პერიოდული კვლევების ჩატარება პერსონალის შრომითი კმაყოფილების დონის შესაფასებლად;
** ქსელში თანამშრომლების როტაციების მართვა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კრეატიული;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მქონე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე

რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე bebeplus.pr@gmail.com. გთხოვთ წერილში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |