სამშენებლო კომპანია "გრავიტას" საქმიანობა კომერციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი არქიტექტურის ყველა ასპექტს მოიცავს. დამკვეთებს ვთავაზობთ საოფისე, საცხოვრებელი თუ ინფრასტრუქტურული ობიექტების დაპროექტებას, დიზაინისა და მშენებლობის სრულ სერვისს.
"გრავიტას" გამოარჩევს მშენებლობის გარანტირებული სისწრაფე და მაღალი ხარისხი, პროექტების მოდერნისტული დიზაინი და უდიდესი ყურადღება შრომის უსაფრთხოებაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: https://gravita.ge/
"გრავიტას" გუნდში ბუღალტერს ვეძებთ.
მდებარეობა: თბილისი
სამუშო განაკვეთი: სრული
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** "თეგეტა ჰოლდინგის" მასშტაბით თანამშრომელთათვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე
** Fit Pass
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
** მთავარი ბუღალტრის მითითებით მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისად;
** სასაქონლო ზედნადებების პროგრამულად ასახვა პროექტების მიხედვით/ გამოწერა/კონტროლი /დაარქივება;
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება/კონტროლი/დაარქივება;
** საბანკო ოპერაციების პროგრამულად ასახვა შესაბამისი პროექტების მიხედვით;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის შედგენა/მიღება, დამუშავება, აღრიცხვა პროექტების მიხედვით, დაარქივება და კონტროლი;
** ტექნიკურ დეპარტამენტში მოთხოვნილი რეპორტების წარდგება, მიღებული დოკუმენტაციის დამუშავება/ პროგრამულად ასახვა/ დაარქივება;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
** ძირითადი საშუალებების ბალანსზე აყვანა, ყოველთვიურად ცვეთის დარიცხვა, ობიექტთა შორის მოძრაობის კონტროლი;
** მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების გამოვლენა და ფინანსურ დოკუმენტებში აღნიშნული შედეგის ასახვა;
** დაკისრებული მოვალეობების დროული და კვალიფიციური შესრულება;
** კომპანიის ყველა თანამშრომელთან შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობა;
** კანონმდებლობით და მთავარი ბუღალტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის ცოდნა (Word, Excel);
** Oris-ში მუშობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საგადასახადო კოდექსი ძირითადი პრინციპების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@gravita.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.