www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს მიღებას IT ბიზნეს ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** IT დეპარტამენტში შემოსული მოთხოვნების/პროექტების/ დავალებების ანალიზი, შესაბამისი დოკუმენტაციის/აღწერილობის ან/და რეკომენდაციის მომზადება
** ბიზნეს სტრუქტურებთან შეხვედრების ინიცირება, დასწრება და შეხვედრაზე გავლილი დეტალების (მათ შორის დასმული IT დავალების დეტალების ან ზოგადი კონცეფციის) განხილვა, შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება ან/და არსებულ დავალებაში ცვლილებების შეტანა
** ბიზნეს პროცესების შეფასება, მოთხოვნების წინასწარ განსაზღვრა, გაუმჯობესების სფეროების გამოვლენა და გადაწყვეტილებების შემუშავება/განხორციელება
** ბიზნეს სტრუქტურებთან მუდმივი კომუნიკაცია, დავალების განხილვა და რეკომენდაციების გაწევა კომპანიაში დადგენილი საკომუნიკაციო არხების მიხედვით
** ბიზნეს ტექნიკური დავალების მომზადება როგორც IT-სთვის, ასევე სხვა ბიზნეს-დაკავშირებული სტრუქტურული სამსახურებისთვის
** უახლესი ინფორმაციის მიღება უახლესი პროცესისა და IT მიღწევების შესახებ სისტემების ავტომატიზაციისა და მოდერნიზაციის მიზნით

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან ტექნიკური განათლება
** მინიმუმ 2 წელი სამუშაო გამოცდილება რელევანტურ თანამდებობაზე
** დაგეგმვა და ორგანიზება
** პრობლემების გადაწყვეტა და სიღრმისეული ანალიზი
** MS office; Windows; 1C
** პროფესიონალიზმი

უნარ-ჩვევები:

** შედეგზე ორიენტირება
** ინოვაცია
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** პასუხისმგებლობა
** თვითგანვითარებაზე ორიენტირება
** ხარისხზე ორიენტირება
** ცვლილებების ინიცირება
** ხედვა/სტრატეგიული აზროვნება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - vacancy@ltb.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "IT ბიზნეს ანალიტიკოსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია ელთიბი-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იზრდება!"



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |