www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: ცელსიუსი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 7 აპრილი

გათბობა-გაგრილების და სავენტილაციო სისტემების კომპანია "ცელსიუსი" ცნობილი ბრენდის "არისტონის" ექსკლუზივით და სხვა წამყვანი ბრენდების პროდუქციით არის წარმოდგენილი სამომხმარებლო ბაზარზე. კომპანია აერთიანებს როგორც საბითუმო, ასევე საცალო ქსელებს თბილისსა და რეგიონებში: ზუგდიდში, თელავში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე რეალიზატორებსა და მსხვილი ქსელების მომხმარებლებს. ამასთან ხელმისაწვდომია ონლაინ გაყიდვები და ოფიციალური საგარანტიო სერვისი. კომპანია სტაბილურად ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უკვე შეძლო თავის დამკვიდრება, ხარისხის, მომსახურების და კმაყოფილი მომხმარებლის ხარჯზე.

კომპანია "ცელსიუსი" აცხადებს ვაკანსიას: პრომოუტერი

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა - ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა №105 ბ
სამუშაო გრაფიკი - სრული განაკვეთი, სამუშაო საათები - 10:00 - 18:00 სთ-მდე
კვირაში ერთი მოკლე დღე - 10:00 -16:00 სთ-მდე, 1 დღე დასვენება
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი გამოცდილების მიხედვით და ზრდის შესაძლებლობით, დამატებით ბონუსი ინდივიდუალური გეგმიდან.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების მიღება, კონსულტაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის მახასიათებლებისა და მათი უპირატესობების წარმოჩენა და მიმდინარე აქციების გაცნობა;
** მომხმარებლისთვის საგარანტიო და სატრანსპორტო პირობების ახსნა;
** ქსელში პროდუქციის სტენდზე განთავსების მონიტორინგი;
** სტენდის მოწესრიგება/შევსება, შეკვეთების მომზადება და პროდუქციაზე ფასმაჩვენებლის სიზუსტის მონიტორინგი;
** კონკურენტი კომპანიის პროდუქციის ფასების კონტროლი;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის აქციების დაგეგმვაში ჩართულობა;
** პროდუქციის ნაშთის კონტროლი და აღწერებში მონაწილეობა;
** უშუალო ხელმძღვანელთან სიტყვიერი ანგარიში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** ქართული - გამართული მეტყველება;
** გათბობა-გაგრილების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დამატებითი უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პრეზენტაბელური;
** დარწმუნების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;

შერჩევის ეტაპები:

** CV გადარჩევა;
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

რეზიუმეს გამოგზავნის წესი:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: g.botsvadze@celsiusi.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - პრომოუტერი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: http://www.celsiusi.ge
ტელეფონი: 032 2 05 29 30

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 07.04.2023.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |