www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სარეაბილიტაციო ცენტრის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია 1995 წელს. ორგანიზაციის მისიაა თანაბარი პირობების უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მათი სოციალური ინკლუზიისთვის.

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" ქ. თბილისში ორგანიზაციის ბაზაზე მოქმედი სარეაბილიტაციო ცენტრისთვის აცხადებს კონკურსს ადმინისტრატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული ბენეფიციარების შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
** ბენეფიციართა პირადი საქმეების წარმოება/შენახვა;
** ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება განსაზღვრული წესის შესაბამისად;
** გახსნილი ბარათების მოვლა-შენახვა/დაარქივება და საჭიროების შემთხვევაში მოძიება;
** მშობლებთან და თერაპევტებთან კომუნიკაცია/დარეკვა
** თერაპიების დროის და შესაბამისი ოთახების ცხრილის შედგენა;
** თერაპიების განრიგის შეთანხმება და ცვლილებაზე დროული ინფორმაციის მიწოდება მშობლებისა და თერაპევტებისათვის;
** სხვა მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის მითითებით

დამატებითი ინფორმაცია

სამუშაო საათები მოიცავს კვირაში ხუთ სრულ სამუშაო დღეს 9:00- დან 18:00 საათამდე შესვენების საათის ჩათვლით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო სფეროში);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები

** კარგი კომუნიკაციური უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინარული წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა;
** კეთილსინდისიერება;
** პუნქტუალურობა;

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა
** სამუშაო გამოცდილება
** მოტივაცია
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

** ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა.
** გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელ. მისამართზე უნდა წარმოადგინოს:

** რეზიუმე (CV)
** სამოტივაციო წერილი
** ერთი რეკომენდატორი ყოფილი დამსაქმებლებიდან

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 30 აპრილი, 2023.

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე dcfs.georgia@gmail.com

"Subject" ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სარეაბილიტაციო ცენტრის ადმინისტრატორი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |