www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო აპარატურის ინჟინერი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 28 მარტი

შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს სამედიცინო აპარატურის ინჟინრის ვაკანსიას ცენტრალურ ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები :

** კლინიკაში არსებული სამედიცინო აპარატურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამედიცინო აპარატურის გეგმური და გადაუდებელი სამუშაოების შესრულება ;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი ან ტექნიკური განათლება;
** სამედიცინო ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სწრაფად ათვისების უნარი და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge და ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, სამედიცინო აპარატურის ინჟინერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 28/03/2023.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |