კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები. კომპანიის მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: www.thermocenter.ge
შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას HVAC, წყლის და კანალიზაციის სისტემების ინჟინერ-დამპროექტებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: კონკურენტული (გამოცდილების გათვალისწინებით)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროექტირების და მისი განხორციელების სრული ციკლის წარმართვა, ანგარიშის მომზადება და გაცნობა პროექტში ჩართული ყველა მხარისათვის;
** პროექტების ტექნიკური სპეციფიკაციებისა და ხარჯთაღრიცხვების მომზადება, ფინანსური მდგომარეობის კონტროლი;
** ფორმა N2 ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება;
** დამონტაჟებული სისტემების შემოწმებასა და ექსპლუატაციაში გაშვებაში მონაწილეობის მიღება;
** არსებულ პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
** ობიექტის ვიზიტი და მონიტორინგი პროექტირებისა და მისი განხორციელების პერიოდში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომერციული, საცხოვრებელი, საწარმოო ან/და შერეული შენობა ნაგებობების HVAC და წყალმომარაგების ქსელების დაპროექტებისა და მათი განხორციელების მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამა AutoCad და/ან Revit მაღალ დონეზე ცოდნა;
** აღნიშნულ სფეროში არსებული სტანდარტებისა და ნორმების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სამონტაჟო დანადგარების და მასალების ტექნიკური მახასიათებლების კარგად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS office) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მათემატიკური და ანალიტიკური უნარები;
** კომუნიკაბელურობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ინჟინერ-დამპროექტებელი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!