www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილების დამუშავების სპეციალისტი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ფილების დამუშავების სპეციალისტის თანამდებობაზე სამღებრო საწარმოში, ავჭალა (ხელოსნების ქალაქი, ლაზოს ქ. #1).

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება და დახარისხება.
** დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, დასამუშავებელი მასალის ზუმფარით დამუშავება.

კომპეტენციები:

** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობა.

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** ბონუსური სისტემა KPI-ზე დაყრდნობით (წელიწადში ორჯერ)
** თიმბილდინგი.

სამუშაო პირობები:

სახელფასო სარგო: 1 064 ლარი
განრიგი: 09:00 - 18:00
დასვენების დღეები: შაბათი და კვირა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "ფილების დამუშავების სპეციალისტი".

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იზრდება!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |