www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგარანტიო მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: iSupport
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

ვაცხადებთ საგარანტიო მომსახურების სპეციალისტის ვაკანსიას "iSupport" მომსახურების ცენტრში.

თუ გსურს გახდე Apple და სხვა პრემიუმ პროდუქტების ექსპერტი, შეგიძლია ადამიანებთან ურთიერთობა, როგორც ქართულად ასევე უცხო ენაზე, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების კონსულტაცია/მომსახურება პროდუქტის გამოყენების შემდეგ.
** დეფექტური პროდუქციის მიღება, და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, გაფორმება.
** წერილობითი და სატელეფონო ურთიერთობა პარტნიორ მაღაზიათა ქსელების წარმომადგენლებთან.
** მომხმარებელზე Apple პროდუქციის სხვადასხვა ნაწილებისა და აქსესუარების შეთავაზება.
** Apple სისტემაში და 1C-ში მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ტექნიკის მაღაზიაში იგივე პოზიციაზე ან გაყიდვების კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია Apple პროდუქციის მახასიათებლების გარჩევა

საჭირო უნარ-ჩვევები:

** მომხმარებლისა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

თუ თვლი რომ შეესაბამები ვაკანსიის მოთხოვნებს, მაშინ CV გადმოგვიგზავნე ამ ელექტრონულ მისამართზე: hr@asbc.ge და სათაურის ველში მიუთითე: "ISupport საგარანტიო მომსახურების სპეციალისტი".

დამატებითი ინფორმაცია:

თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში რჩება მაქსიმუმ 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას კომპანიაში არსებულ სხვა რეზიუმეს შესაბამის ვაკანტურ პოზიციაზე.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რომელთა დამუშავება მოხდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნისთვის, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |