www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელი
მომწოდებელი: სასტუმრო Glarros OldTown
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

"Glarros Hotels" - ახალი სიტყვა სასტუმრო ინდუსტრიაში!

სასტუმროს ბრენდი, რომელიც 2020 წელს შეიქმნა და მისი ბრენდის ქვეშ პირველი ობიექტი "Glarros OldTown" თბილისში სულ მალე გაიხსნება. სასტუმრო მდებარეობს დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, კალაუბანში, კოტე აფხაზის 15 ნომერში, თავისუფლების მოედნიდან 1 წუთის სავალზე. სასტუმრო მოწყობილია ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტისა და რეგულაციის მიხედვით, რომელიც აუცილებელია სტუმრის უსაფრთხოებისა და კომფორტული დასვენებისთვის.

სასტუმროს გახსნასა და მის შემდგომ მართვას ახორციელებს ქართულ-შვეიცარიული საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია "HSC Group".

Eco-friendly გარემო, უწყვეტი სწრაფი ინტერნეტი, უნიკალური ლოკაცია, ტკბილი ძილი, Large King ზომის საწოლები, მარტივი Check in & out. ეს იმ ფასეულობების არასრული ჩამონათვალია, რაც სტუმრებს "Glarros OldTown"-ში დახვდებათ.

სასტუმროს კონცეფცია შთაგონებულია ძველი თბილისის უნიკალური არქიტექტურისა და თანამედროვეობის სინთეზით, რაც გამოხატულია ინტერიერის თითოეულ დეტალში. ლატუნის სპირალური კიბე, მოზაიკა, ხის პარკეტი და სხვა დიზაინერული გადაწყვეტილებები ხაზს უსვამენ ძველი თბილისის არქიტექტურასა და ავთენტურობას.

სასტუმროში განთავსებულია 78 ექსკლუზიური დიზაინის ოთახი, სადაც გამოყენებულია მსოფლიოში წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილი ვიზუალები, როგორიცაა Le Corbusier და ა.შ. ქართულ-ევროპული ტიპის რესტორანი - Gastromania, შეხვედრების ოთახი, ბიზნეს ცენტრი და ღია კაფე, რომელიც სტუმრებს ექსპრესს კონცეფციას შესთავაზებს.

"Glarros OldTown" ჯანსაღ და მეგობრულ გარემოსთან ერთად, გუნდს საერთაშორისო გამოცდილებას და ბრენდთან ერთად კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

http://www.glarros.com Managed by HSC Group
http://www.hscgroup.ge A Good Place to Be

სასტუმრო "Glarros OldTown" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლის პოზიციაზე.

ზოგადი მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა (ღამის ცვლის ჩათვლით).

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურად მუშაობის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

სამუშაოსთვის დამახასიათებელი მოთხოვნები:

** სასტუმროს უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთათვის მშვიდი და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა;
** სასტუმროში არსებული ყველა წესის დაცვის უზრუნველყოფა;
** ფუნქციიდან გამომდინარე ხელმძღვანელობის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.

კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება უსაფრთხოების (დაცვის) სამსახურის ხელმძღვანელობის წინაშე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@glarros.com, hr@hscgroup.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |