სასტუმრო "Glarros OldTown"-ის კონცეფცია 2020 წელს შეიქმნა და მისი ბრენდის ქვეშ გახსნილი პირველი ობიექტი მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, კალაუბანში, კოტე აფხაზის 15 ნომერში, თავისუფლების მოედნიდან 1 წუთის სავალზე. სასტუმრო მოწყობილია ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტისა და რეგულაციის მიხედვით, რომელიც აუცილებელია სტუმრის უსაფრთხოებისა და კომფორტული დასვენებისთვის.
სასტუმროს გახსნასა და მის შემდგომ მართვას ახორციელებს ქართულ-შვეიცარული საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია HSC Group.
Eco-friendly გარემო, უწყვეტი სწრაფი ინტერნეტი, უნიკალური ლოკაცია, ტკბილი ძილი, Large King ზომის საწოლები, მარტივი Check in & out. ეს იმ ფასეულობების არასრული ჩამონათვალია, რაც სტუმრებს Glarros OldTown - ში დახვდებათ.
სასტუმროს კონცეფცია შთაგონებულია ძველი თბილისის უნიკალური არქიტექტურისა და თანამედროვეობის სინთეზით, რაც გამოხატულია ინტერიერის თითოეულ დეტალში. ლატუნის სპირალური კიბე, მოზაიკა, ხის პარკეტი და სხვა დიზაინერული გადაწყვეტილებები ხაზს უსვამენ ძველი თბილისის არქიტექტურასა და ავთენტურობას.
სასტუმროში განთავსებულია 78 ექსკლუზიური დიზაინის ოთახი, სადაც გამოყენებულია მსოფლიოში წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილი ვიზუალები, როგორიცაა Le Corbusier და ა.შ.
ქართულ-ევროპული ტიპის რესტორანი - Gastromania, შეხვედრების ოთახი, ბიზნეს ცენტრი და ღია კაფე, რომელიც სტუმრებს ექსპრესს კონცეფციას შესთავაზებს.
"Glarros OldTown" ჯანსაღ და მეგობრულ გარემოსთან ერთად, გუნდს საერთაშორისო გამოცდილებას და ბრენდთან ერთად კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.
Managed by HSC Group http://www.hscgroup.ge A Good Place to Be
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:
LinkedIn - https://www.linkedin.com/company/glarros-oldtown/
Facebook - Glarros OldTown | Tbilisi | Facebook
Website - http://www.glarros.com
HSCgroup website - http://www.hscgroup.ge
სასტუმრო Glarros OldTown აცხადებს ვაკანსიას ბართენდერის პოზიციაზე (ბარმენი)
სამუშაო განაკვეთი: სრული (8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 5/2)
პროფესიული უნარ-ჩვევები:
** დროის მართვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** საერთაშორისო ქსელში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა)
სამუშაოსთვის დამახასიათებელი მოთხოვნები:
** სტუმრის კმაყოფილების უზრუნველყოფა.
** სასტუმროში არსებული ყველა წესის და სტანდარტის დაცვა.
** სასტუმროსა და რესტორნის სტუმრებთან ურთიერთობა, მომსახურება ბრენდის სტანდარტის დაცვით;
** სასმელების მიღების, დასაწყობების, მარაგების, დათარიღების, ტემპერატურების სტანდარტების დაცვა
** ბარის ინვენტარისა და ტექნიკის ყოველდღიურ რეჟიმში შემოწმება დასუფთავება.
** ყოველდღიურ რეჟიმში ბარის აღწერის ბლანკის წარმოება
** მენიუში არსებული სასმლისა და კოქტეილების შემადგენლობების, წარმოშობის, მომზადების წესის ზედმიწევნით ცოდნა
** ბარის მენიუს განახლებაში მონაწილეობის მიღება
** ფუნქციიდან გამომდინარე ხელმძღვანელობის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** სერვისის, ბარის, ღვინისა და ყავის საერთაშორისო სტანდარტის ტრენინგებს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება კვებისა და სასმელების განყოფილების ხელმძღვანელობის წინაშე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე: hr@glarros.com და წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.