www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიების გახსნის გუნდის თანამშრომელი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას მაღაზიების გახსნის გუნდის თანამშრომლის პოზიციაზე, რომლის მიზანია კომპანიის მასშტაბით დაგეგმილი ახალი მაღაზიების გახსნები და მხარდაჭერა.

ძირითადი მოვალეობები:

** გასახსნელი მაღაზიების გეგმის შესახებ ინფორმაციის მიღება, გაცნობა;
** მაღაზიის მომზადება გახსნისათვის;
** პროდუქციის მიღება, განთავსება წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით;
** ფასების, იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
** წინა მოსამზადებელი სამუშაოების დასრულება;
** ახალი მაღაზიების გახსნა;

მოთხოვნები:

** მაღალი მოტივაცია;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com. წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მაღაზიების გახსნის გუნდის თანამშრომელი".

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |