იაპონური რესტორანი "ვასაბი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების ადმინისტრატორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პუნქტუალურობა, ენერგიულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და/ან რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა
ობიექტი მდებარეობს ორთაჭალაში და სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს ისანი-სამგორის, ავლაბრის ან ორთაჭალის ტერიტორიაზე.
განიხილება სხვა ლოკაციებზეც დასაქმება.
გამოცდილების არმქონე პირებისთვის განიხილება ადგილზე შესწავლა და წარმატებულად თავის გართმევის შემთხვევაში დასაქმება.
მოვალეობები:
** შეკვეთების მიღება და პროგრამაში გატარება;
** მიღებული შეკვეთების დამზადების დროის კონტროლი, შეფუთვა და კურიერისთვის გადაცემა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია შეკვეთასთან დაკავშირებით;
** ამ სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.
კომპანია გთავაზობთ: მეგობრულ გუნდში მუშაობას, განვითარების პერსპექტივას, კვებას, სახლამდე ტრანსპორტირებას.
გრაფიკი: 12:00-23:30. 2/2-ზე. 1 საათი ოფიციალური შესვენება.
ხელფასი: 70 ლარი სამუშაო დღე. 1050-1120 ლარი თვეში.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ СV ფოტოსურათით მითითებულ ელფოსტის მისამართზე: info@wasabi.ge
და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!