"თბილისის გულის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანაშემწის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 83/11.
განყოფილება: ინტერვენციული კარდიოლოგია
სამუშაო გრაფიკი: ყოველდღიური 8 საათიანი გრაფიკი
ძირითადი მოვალეობები:
** კლინიკის მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** პაციენტის მოვლაში ექთნის დახმარება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:
** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის/ექთნის თანაშემწის სწავლების დიპლომი ან ცნობა კურსის დასრულების შესახებ;
** უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა სემესტრის მითითებით (მისაღებია ცნობა III სემესტრიდან).
პიროვნული თვისებები:
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გულისხმიერება;
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@tbhc.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან და ანაზღაურებაზე მოხდება პირადად კანდიდატთან გასაუბრება.
შპს "თბილისის გულის ცენტრი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.