"ლენდმარკ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე.
საერთაშორისო კომპანია "ლენდმარკ ჯორჯია" მოღვაწეობს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელს, პარფიუმერიასა და აქსესუარების საცალო ვაჭრობის სფეროში. "ლენდმარკ ჯორჯია" არის სხვადასხვა ბრენდის წარმომადგენლობა საქართველოში, როგორიცაა: "Sacoor Brothers"-ი, "PIAZZA ITALIA" და ა.შ.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიის მენეჯერთან რეპორტინგი;
** მომხმარებელთან ურთიერთობა;
** მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
** ბრენდის სტანდარტების დაცვა და კონტროლი;
** ბრენდის იმიჯის შენარჩუნებაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომუნიკაციის კარგი უნარი.
ზოგადი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი: 8 საათი (მცოცავი გრაფიკით), კვირაში 40 საათი;
** ანაზღაურება (net) 1000 ლარი + ბონუსები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მუდმივი ფასდაკლება კოლექციაზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი CV მეილზე: hr@landmark-georgia.com (სათაურის ველში მიუთითეთ გაყიდვების ასისტენტი), დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.