შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას საექსპლუატაციო ღონისძიებების დეპარტამენტის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკული საკითხების მართვის სამსახურში ენერგეტიკული საკითხების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ენერგეტიკული საკითხების კოორდინაცია და ენერგეტიკულ ბაზართან ურთიერთობა;
** ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებში ვაჭრობა;
** განაცხადების დადგენილი ფორმის საფუძველზე, ელექტროენერგიის საპროგნოზო მაჩვენებლების მომზადება;
** საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, განაცხადების მიხედვით, საპროგნოზო მაჩვენებლების კორექტირება;
** სატუმბი სადგურების და სხვა მომხმარებლების მუშაობის რეჟიმების კოორდინაცია და ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკის შედგენა, მათ შორის ელ. ენერგიის ყოველდღიური და საათობრივი მოხმარების პროგნოზირება;
** მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
** მოხმარებული ელ. ენერგიის და გადატუმბული წყლის ფარდობითი ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ენერგეტიკული, იურიდიული ან ეკონომიკური განათლება (სასურველია);
** შესასრულებელი სამუშაოსთვის საჭირო კვალიფიკაცია;
** მოც. დარგში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (MS Word, MS Excel, Outlook, Internet Explorer).
უნარ-ჩვევები:
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** სისხარტე მუშაობაში;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** ანაზღაურება: 1735 ლარი (ხელზე).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 15.04.2023. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ენერგეტიკული საკითხების წამყვანი სპეციალისტი".