შპს "ბრიტანულ-ქართული აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკარის პოზიციაზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 მარტი
ფუნქცია-მოვალეობები:
** წიგნებისა და სხვადასხვა სასწავლო მასალის რეგისტრაცია და აღრიცხვა შესაბამის ბაზაში;
** ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის დაცვის უზრუნველყოფა, დაზიანებული წიგნებისა და მანიპულატივების დაუყოვნებლივ შეკეთება;
** მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ წიგნებისა და სასწავლო მასალების ბიბლიოთეკიდან გატანისა და დაბრუნების აღრიცხვა;
** მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის ბიბლიოთეკით მომსახურების წესების გაცნობა და მათი დაცვის უზრუნველყოფა;
** ბიბლიოთეკის მკითხველების კონსულტირება და დახმარება სხვა რესურსების მოძიებაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
აპლიკაციის მიღების პროცედურა:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება" ბიბლიოთეკარი". გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.
თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამისი ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.