www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT ინჟინერ-ტექნიკოსი
მომწოდებელი: ენ ჯი თი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

"NGT ჯგუფი" (https://www.ngt.ge) აცხადებს ვაკანსიას IT ინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციაზე.

"ენ ჯი თი ჯგუფი" წარმოადგენს ათწლიანი გამოცდილების მქონე და ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად (IT) სერვისების კომპანიას. ჩვენი დამკვეთები არიან მსხვილი და საშუალო ორგანიზაციები საფინანსო, სახელმწიფო და სამედიცინო სექტორიდან. კომპანია წარმოადგენს საქართველოში 30-მდე საერთაშორისო კლასის ვენდორს, რომლებიც ლიდერები არიან თავიანთ სფეროში. ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ, ცნობისმოყვარე და პრობლემის ამოხსნაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელსაც უკვე აქვს გარკვეული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში და სურს რომ აიმაღლოს კვალიფიკაცია.

თუ ხარ:

** სიახლეებისა და გამოწვევების მოყვარული
** გაქვს ძლიერი ტექნიკური უნარები და მოგწონს ელექტრონულ მოწყობილობებთან მუშაობა
** გაინტერესებს IT სფერო და მისი ყოველდღიურობაში გამოყენების უამრავი გზები
** გაქვს სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
** ორგანიზებული და პუნქტუალური, პასუხისმგებლობიანი და დეტალებზე ორიენტირებული

რას გააკეთებ?

** კომპანიის მიერ რეალიზებული აპარატურის და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების ინსტალაცია, დეინსტალაცია, გადაადგილება და მოდიფიკაცია, დაზიანებების/ხარვეზების გამოსწორება
** IT მოწყობილობების კონფიგურაცია, ტექ. მხარდაჭერა, მომხმარებლების ინსტრუქტაჟი
** კომპიუტერული ტექნიკის, მოწყობილობების, ქსელების ინსტალაცია და კონფიგურაცია
** ტექნიკური საკითხების მოგვარებაში და პროექტებში აქტიური მონაწილეობა

აუცილებელია, რომ გქონდეს:

** დასრულებული საშუალო განათლება
** მართვის მოწმობა: B კატეგორია - მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა
** ინფორმაციის მოძიების, სწავლის უნარი

კარგი იქნება, რომ გქონდეს:

** უმაღლესი ან პროფესიული კოლეჯის განათლება ტექნიკური მიმართულებით
** საბაზისო ელექტრობის და კავშირგაბმულობის საფუძვლების ცოდნა
** ელექტრული სქემების გარჩევის ცოდნა

რას გთავაზობთ?

** პირველ ეტაპზე ანაზღაურებად სტაჟირებას.
** კონკურენტულ ანაზღაურებას და სხვა და სხვა ბენეფიტებს.
** მოხვდები ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ IT კომპანიაში.
** იმუშავებ ინდუსტრიაში ძალიან გამოცდილ და წარმატებულ გუნდში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ბმულზე: https://smrtr.io/dpCFD



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |