კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. ჩვენ ვართ პირველი ქართული კომპანია, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს.კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 11 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
"გორგია" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** თვის ხარჯების აღრიცხვის მონიტორინგი;
** საფინანსო დაწესებულებებთან/საგადასახადო ორგანოებთან/აუდიტორებთან ურთიერთობა;
** რეპორტების საფუძველზე მონაცემების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
** საგადასახადო რისკების მართვა და კონტროლი, მისი სიზუსტისა და სისწორის უზრუნველყოფა, დეკლარირება დადგენილ ვადებში;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საქმიანობის ყოველდღიური გადახედვა და გუნდის განვითარებაზე ზრუნვა;
** კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი;
** ორგანიზაციის პროგრამული და ადმინისტრაციული ბიუჯეტების დაგეგმვა და მონიტორინგი;
** მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელება და მონიტორინგი;
** წლიური და პროექტული აუდიტის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV აღნიშნულ მეილზე: recruit@gorgia.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/
გისურვებთ წარმატებას!