"მოიტანე" არის პირველი სრულად ციფრული სუპერმარკეტი საქართველოში, სადაც პროდუქტების შერჩევა მომხმარებელს ზუსტად ისე შეუძლია, როგორც ფიზიკურ სუპერმარკეტში, ხოლო, შეკვეთის მისატანად მხოლოდ 30 წუთი გვჭირდება.
ახლა ბათუმის კურიერების გუნდში ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს A, A1, A2 ტიპის მართვის მოწმობა.
რას გთავაზობთ?
** შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს: შეგიძლია აირჩიო შენთვის სასურველი სამუშაო საათების რაოდენობა. ჩვენთან მიტანის დრო 10:00-დან 23:00 საათამდეა, საიდანაც შენი სამუშაო დრო 8, ან 12 საათით შეგიძლია განსაზღვრო
** თვიური 2000-დან 3000₾-მდე ანაზღაურებას
** საწვავით მომარაგებას
** სასაუბრო პაკეტს
** ტრანსპორტის ცვეთის ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
შეკვეთის ტარიფები და ანაზღაურების პირობები:
** ფიქსირებული + ბონუსი/თითო შეკვეთა 5₾
** 8 საათიან სმენაში: 10 შეკვეთის თანხა ფიქსირებული 50₾ გარანტირებულია + ყოველი მომდევნო შეკვეთა 5₾
** 12 საათიან ცვლაში: 15 შეკვეთის თანხა ფიქსირებული 75₾ გარანტირებულია + ყოველი მომდევნო შეკვეთა 5₾
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე (დამატებითი სამუშაო დღეები ნებაყოფლობით)
სამუშაო ადგილი: ბათუმი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 4
აუცილებელია გყავდეს საკუთარი ტრანსპორტი, A, A1, A2 ტიპის მართვის მოწმობა და მცირე მეწარმის დამდასტურებელი საბუთი.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მარტივი ფორმა აქ: https://forms.gle/gUCbUAGH4CHtsRqy7
აპლიკაციების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.