www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ეფკო
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

მოცვისა და ხილის ნაყინის მწარმოებელი კომპანია "ეფკო" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

წარმოების მენეჯერის ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს წარმოების მენეჯერის მხარდაჭერას შემდეგ საკითხებში:

** საწარმოო პროცესების მართვა ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით და წარმოების გამართულად უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული გუნდის მართვა, ფუნქციების ეფექტურად გადანაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი;
** მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ნედლეულისა და დამხმარე მასალის რაოდენობის სწორად განსაზღვრა, დროულად შეკვეთა უწყვეტობის მიზნით და მოწოდების ვადების კონტროლი;
** წარმოებაში მიღებული ნედლეულის ხარისხის კონტროლი (ვიზუალური, საგემოვნო);
** წარმოების საწყობში რეგულარული აღწერების წარმოება;
** ჩამოწერის პროცესების მართვა;
** არსებული დანადგარების გამართულად მუშაობის ზედამხედველობა;
** წარმოების მასშტაბით, ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების მკაცრად დაცვის მონიტორინგი.

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია);
** წარმოების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობა (ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების საბაზისო (MS Office, Google Mail, Drive) ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 9:00-18:00
სამუშაო ლოკაცია: სოფელი მერია, ოზურგეთი, გურია
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
შენიშვნა: გამარჯვებული კანდიდატი გაივლის 6 თვიან საგამოცდო ვადას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@georgianblue.ge. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "წარმოების მენეჯერის ასისტენტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |