www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: სუფთა სახლი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

"სუფთა სახლის" მაღაზიათა ქსელი 2013 წლიდან ემსახურება ქართველ მომხმარებლებს. ჩვენი ისტორია სულ რაღაც ორი მაღაზიით დაიწყო და მომხმარებელთა კეთილგანწყობის დამსახურებით დღეის მდგომარეობით "სუფთა სახლი" როგორც ერთ-ერთი ყველზე მასშტაბური კომპანია საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრსა და დედაქალაქის უბანში არის წარმოდგენილი, 210-მდე ფილიალით.

კომპანიის სტრატეგიაა საქართველოში დავამკვიდროთ სახლისა და თავის მოვლის ახალი სტანდარტი, მომხმარებელთა შესაძლებლობებისა და სურვილების მაქსიმალური გათვალისწინებით.

** გამორჩეულად დაბალი ფასები
** მუდმივი აქციები და შეღავათები პროდუქციებზე
** პროდუქციის მრავალფეროვანი და მუდმივად განახლებადი არჩევანი: პარფიუმერია, პირადი ჰიგიენის ნივთები, სარეცხი და საწმენდი საშუალებები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი, საკანცელარიო პროდუქცია და არამარტო
** სუფთა სახლში ყველაფერია!

კომპანია ამავდროულად ერთ-ერთი გამორჩეული დამსაქმებლის სტატუსსაც დამსახურებულად ირგებს, ჩვენთან დღეის მდგომარეობით მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1500-მდე თანამშრომელი. კომპანიის განვითარების ტემპი და მასშტაბი პირდაპირპროპორციულად აისახება თანამშრომლების განვითარებასა და შესაძლებლობების ზრდასთან. კომპანიის განახლებული სტრატეგია და შიდა კორპორატიული კულტურა დააინტერესებს ნებისმიერ პირს, ვისაც მუდმივად მზარდ, მასშტაბურ კომპანიაში სურს დასაქმდეს და განვითარდეს როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად.

გაგვიცანი უფრო ახლოს: http://www.ch.ge

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 -18:00)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და მათი განხორციელება/კონტროლი;
** მარკეტინგული ანალიტიკის წარმოება და რეპორტინგი;
** სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია;
** ტელე და რადიო მედიასთან კომუნიკაცია - კონტენტის შექმნა, მიწოდება, კონტროლი
** პარტნიორი ქსელებისთვის აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება (კონტენტით)
** კომპანიაში მიმდინარე ივენთების მიხედვით, საორგანიზაციო საკითხების ორგანიზება და მართვა
** ახალი ფილიალის გახსნის ორგანიზება - გარე ფასადების სრულყოფაში მოყვანა
** ყოველწლიური ლატარიის გათამაშებების ორგანიზება, განხორციელება, მონიტორინგი
** სხვა პროექტების მართვა მათ შორის ორგანიზება განხორციელება და მონიტორინგი (მაგ ახალი წლის პროექტი)
** მიმდინარე მარკეტინგული აქტივობების აღწერა და ყოველკვირეული რეპორტი.
** პერიოდული ანგარიშგება კომპანიის მენეჯმენტთან დადგენილი წესის შესაბამისად;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მარკეტინგის ან ჟურნალისტიკის მიმართულებით);
** სასურველია გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
** Microsoft Office-ის კარგად ცოდნა;
** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული)

დამატებითი უნარები:

** მიზანდასახული;
** პასუხისმგებლობიანი;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი".

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "სუფთა სახლი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |