სასტუმრო "Unfound Door" + სადაც ყოველ კარს თავისი ისტორია აქვს და უნიკალური დიზაინით გაფორმებულ ოთახში იღება. სასტუმრო მდებარეობს, თბილისში, დ.აღმაშენებლის გამზირზე.
მე-19 საუკუნის შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მოხატული სადარბაზოთი. დიზაინში აქცენტი გაკეთებულია სიძველის შენარჩუნებასა და ავთენტურობის წარმოჩენაზე. მოხვედრისთანავე იგრძნობა ნოსტალგია, მისტიკა და არტისტიზმი, ანუ ყველაფერ ის, რაც ძველი თბილისის გასაღებია. ადამიანები კი, რომლებიც აქ დაგხვდებიან, ქმნიან გარემოს, რომელიც სრულიად მოულოდნელია.
"Unfound Door" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება
** სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა
** მაგიდისა და ჭურჭლის მომზადება
** საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება
** სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება
** სასტუმრო "Unfound Door"-ის დადგენილი სტანდარტული პროცედურების შესრულება
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
დამატებით დეტალებზე ადგილზე მოხდება გასაუბრება.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
** დაზღვევა
** ღამის ტრანსპორტირება
თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: stay@unfounddoor.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
Instagram Page: https://instagram.com/unfounddoor_hotel?utm_medium=copy_link
Facebook Page: https://www.facebook.com/unfounddoorhotel/
Web Page: https://www.unfounddoor.ge/
"Unfound Door - Design Hotel" გისურვებთ წარმატებას!