www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 20 ივნისი

შპს "სქაიტელი" საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომლის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს თითოეულ მომხმარებლამდე მაღალხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდება. კომპანია იყენებს მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიების და გადაწყვეტილებებს.

განაცხადის მიღების ვადა: 20 ივნისი

პოზიცია: ქოლცენტრის ოპერატორი

დასაქმების ადგილი - თბილისი, გურამიშვილის #23 ა
უშუალო დაქვემდებარება - საინფორმაციო სამსახურის სუპერვაიზერი
გრაფიკი - ცვლიანი გრაფიკი

სამუშაო დრო:

I დღე - 18:00-00:00 (აღნიშნულ სმენაში უზრუნველყოფილია ტაქსით მომსახურება)
II დღე - 17:00-22:00
III დღე - 10:00 - 18:00
IV დღე - 09:00-17:00
V დღე - დასვენება

ანაზღაურება - 700 ლარი + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი)

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** თანამშრომლის ტარიფი
** FitPass

ფუნქცია - მოვალეობები:

** მომხმარებლის სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება;
** ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტების, პროცედურების, ტარიფების და მიმდინარე დავალიანების შესახებ;
** მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტების შეთავაზება/გაცნობა;
** კომპანიის პროდუქტებზე მოთხოვნის და განაცხადის დარეგისტრირება მონაცემთა ბაზაში;
** მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების მიხედვით, ტექნიკურ ჯგუფთან გადამისამართება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება

პასუხისმგებლობები:

** მომსახურების დროს სიზუსტის, ოპერატიულობის, თავაზიანობის და კორექტულობის დაცვა;
** მომსახურების სტანდარტის და ინსტრუქციების დაცვა;
** კომპანიისა და აბონენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
** კომპანიაში მიმდინარე სიახლეების გაცნობა, არსებული და ახალი პროდუქტების სიღრმისეული შესწავლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - სასურველია
** სამუშაო გამოცდილება - სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, ან გამოცდილება მომსახურების სფეროში, მომხმარებელთან ურთიერთობის კუთხით
** ცოდნა - ა) აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა; ბ) რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

უნარები/შესაძლებლობები:

** მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** ანალიზის უნარი;
** პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში);

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@skytel.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |