www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: აპარტ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული და მზარდი დეველოპერული და სამშენებლო კომპანია "Apart Development" აცხადებს შერჩევას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური რეგლამენტის, სტანდარტების, სამშენებლო წესებისა და პროცესების ცოდნა;
** სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების მართვა და კონტროლი;
** საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზი;
** სამშენებლო ობიექტის შესწავლა/ანალიზი;
** ბრიგადებთან და ობიექტზე მომუშავე პერსონალთან მოლაპარაკება/მართვა;
** სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების ზედამხედველობა საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** ობიექტზე მიწოდებული სამშენებლო მასალების კონტროლი;
** სამშენებლო ტექნიკური დოკუმენტაციის (ფარული სამუშაოს აქტები, ქვაბულის დათვალიერების და სხვა) წარმოება;
** წარმოქმნილი პრობლემატური საკითხების აღმოფხვრა და შემდგომში თავიდან აცილების მიზნით ღონისძიების გატარება;
** მასალების შესყიდვის ორგანიზება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ან საინჟინრო მიმართულებით;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4- 5 წლიანი გამოცდილება;
** დოკუმენტაციის წარმოების ნორმებისა და წესების ცოდნა;
** MS office-ის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@apart.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |