www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შერჩევის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: იმპექსფარმი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 110-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1200-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 25 წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს.

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას შერჩევის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომლების შერჩევის პროცესის სრული ციკლის წარმოება;
** თანამშრომლების მოზიდვისა და შერჩევის ყველაზე ეფექტური გზის განსაზღვრა და განხორციელება;
** საჭიროების შემთხვევაში შერჩევის პროცესში headhunting მეთოდის გამოყენება;
** პოტენციურ თანამშრომელთა მოზიდვის მიზნით სასწავლო დაწესებულებებთან მოლაპარაკების წარმოება;
** კანდიდატთა ბაზის მუდმივი განახლება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
** შერჩევის მიმართულებით მუშაობს გამოცდილება არანაკლებ 1 წელი;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** პრიორეტიტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა.
** შედეგზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@myimpex.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |