www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მაღაზია სექტორი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

მაღაზიათა ქსელი "სექტორი", ეს არის თანამედროვე სტილის სამშენებლო-სარემონტო მასალების მაღაზია, რომელიც უმარტივებს მომხმარებლებს რემონტს და 10.000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო მასალებთან ერთად უამრავ საჭირო სერვისს აწვდის მომხმარებელს. მაღაზიის კონცეფცია აერთიანებს: მიწოდების სერვისს, ხელოსნების მომსახურებას, ინსტრუმენტების გაქირავებასა და რა თქმა უნდა, ონლაინ შოპინგს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.sectori.ge

სამშენებლო-სარემონტო მასალების მაღაზია "სექტორი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

** სამუშაო გრაფიკი - სრული
** ანაზღაურება: 1000 (ფიქსირებული) + კონკურენტული საბონუსე სისტემა

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიაში არსებული სამშენებლო სარემონტო მასალების შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** კორპორატიული კლიენტების მომსახურება და კომპანიის პროდუქციის გაყიდვა;
** კორპორატიულ კლიენტებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და პარტნიორული ურთიერთობების ფორმირება;
** კორპორატიული გაყიდვების სტიმულირებისთვის სტრატეგიის შემუშავება
** მომხმარებელთა მოთხოვნილებების განსაზღვრა და შესაბამისი მიდგომების შემუშავება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება ანალოგიურ სფეროში გამოცდილება)
** საოფისე პროგრამების (MS Office, Power Point, Photoshop) ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საქმიანი მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: office@sectori.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |