www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას 1C ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:

** კომპანიაში მიმდინარე ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და პროგრამული ადმინისტრირება;
** კომპანიის საჭიროებების მიხედვით ახალი მოდულების ამუშავება,
** ტესტირება და ბაზის მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების მომზადება;
** მმართველობით და ბუღალტრული ოპერაციების შედარება/კონტროლი;
** მოთხოვნის შესაბამისად რეპორტების მომზადება;
** პროგრამული სისტემისა და დამატებითი მოწყობილობების ინსტალაცია, შემდგომ მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პროგრამის მომხმარებლების მხარდაჭერა.
** ERP სისტემის მომსახურე კომპანიასთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა;
** ERP სისტემის კონფიგურატორში მუშაობის გამოცდილება

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო გრაფიკი:

სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge 2023 წლის 20 ივნისის ჩათვლით და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (1C ადმინისტრატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |