www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Wilbour Holding
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

"ვილბურ ჰოლდინგი" შვილობილი კომპანიების სახით აერთიანებს სხვადასხვა წარმატებულ ბიზნესს, როგორიცაა IZIPIZI PARIS, Custom Spa, სარეკლამო კომპანიები, უძრავი ქონების კომპანიები, სასტუმრო ქალაქის ცენტრში-რუსთაველის გამზირზე, სასოფლო-სამეურნეო პროექტები.
კომპანიის მიმართულებები მრავალფეროვანი და დივერსიფიცირებულია. ამგვარად ჩვენ ვუწყობთ ხელს ჩვენი დასაქმებულების პროფესიულ განვითარებას.

თუ საინტერესოა მუდმივად განვითარებად გარემოში მუშაობა შემოუერთდით "Wilbour Holding"-ის გუნდს!

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები და სხვ.) მიღება, შემოწმება და სისტემაში დროული გატარება
** საბუღალტრო დოკუმენტაციის ორგანიზება და ფაილინგი
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანების კონტროლი და შედარების აქტების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, შედარების აქტების) წარმოება/აღრიცხვა. მიღებული დოკუმენტაციის მონიტორინგი და პროგრამული აღრიცხვა.
** იმპორტირებული საქონლის პროგრამული აღრიცხვა
** ბუღალტრული ოპერაციების და დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;
** საბანკო ტრანზაქციების პროგრამული აღრიცხვა.
** ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციებისთვის რეესტრის მომზადება-შედარება.

სამუშაო გამოცდილება და პროფესიული კვალიფიკაციები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით
** ბუღალტრად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** საბუღალტრო პროგრამა ორისში მუშაობის გამოცდილება
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა და მასთან მუშაობის გამოცდილება
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** მშენებლობის ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ERP ან მსგავს სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ინგლისური - B2, რუსული - B2 (სასურველია)
** Microsoft Office - მაღალ დონეზე ცოდნა
** ACCA (სასურველია)

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვა
სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 37მ
** სამუშაო საათები: 10:00-18:00
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |