www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ჩემი ოფისი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

"ჩემი ოფისი" გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის პროდუქციის ადგილზე მიწოდებას. იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს: https://myo.ge/

"ჩემი ოფისი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** კადრის შერჩევის პროცესის მართვა: ვაკანტური პოზიციის საჭიროების გამოვლენა, დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** ვაკანსიის გამოცხადება სხვადასხვა არხების საშუალებით, მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
** თანამშრომლებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება, გასაუბრების ჩანიშვნა და მათთან გასაუბრება;
** სახელფასო უწყისების ადმინისტრირება;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დავალებების/მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია ამ სფეროში სამუშაო გამოცდილება, თუმცა განიხილება დამწყების კანდიდატურაც;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** მიზანდასახული;
** მუდმივი წინსვლის და განვითარების სურვილი;
** ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებთან გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - HR მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |