www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბენე ჯგუფი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

კომპანია "ბენე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ ბათუმში, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების მოძიება, ბაზების შექმნა და მუდმივი განახლება;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება;
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში ჩართულობა და დროული რეაგირება;
** გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია;
** კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** სასურველია თურქული ენის ცოდნა B2 დონეზე;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** ვადებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@benegroup.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |