www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Metta
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

სამშენებლო კომპანია "მეტტა" 2018 წელს შეიქმნა. კომპანიას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს. გუნდის მთავარი მიზანია თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სამშენებლო სფეროში. კომპანია განვითარების ეტაპზეა, ის მუდმივად ქმნის შესაძლებლობებს ახალგაზრდა, მოტივირებული და აქტიური ადამიანებისთვის.

სამშენებლო კომპანია "მეტტა" აცხადებს ვაკანსიას: შესყიდვების სპეციალისტი.

სტრუქტურული ერთეული: შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი
კატეგორია: შესყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოთხოვნები:

უნარები:

** ანალიტიკური უნარი
** კომუნიკაბელურობა
** პრეზენტაციის და მოლაპარაკების უნარ-ჩვევები
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი;
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის მენეჯმენტის ადმინისტრირების/ფინანსების მიმართულებით;

სამუშაოს აღწერა:

** შესყიდვის შეკვეთის საფუძველზე ფასთა ღია გამოკითხვის წარმოება;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება შესასყიდი მასალის კომპანიისათვის საინტერესო და მისაღები ხარისხისა და ფასის მისაღწევად;
** მოთხოვნის ინიციატორთან კოორდინირებული მუშაობა შესასყიდი საქონლის სპეციფიკაციის დასაზუსტებლად;
** შესყიდვისთვის გადარიცხვის ორგანიზება;
** მომწოდებლებისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
** საქონელზე შესყიდვის მოთხოვნიდან საწყობში/სამშენებლო ობიექტზე მოწოდებამდე ვადების კონტროლი;
** ფინანსური მიმართულების მოთხოვნების შესაბამისად მიღება - ჩაბარების დოკუმენტების მომზადება და დროულად მიწოდება;
** ტენდერებისა და პროექტების განფასებაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობთან შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობა;
** არსებული და პოტენციური მომწოდებლების ანალიზი და შეფასება;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** უფასო სასაუბრო დროს
** პოზიტიურ სამუშაო გარემოს მოტივირებულ გუნდში
** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

გთხოვთ, მხოლოდ მოთხოვნილი მახასიათებლების მქონე კანდიდატებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@metta.ge და subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 5 თებერვალი, 2021.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |