www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანალიტიკოსი
მომწოდებელი: TBC Capital
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 18 მაისი

"TBC კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC5720
ადგილმდებარეობა: თბილისი, თიბისი კაპიტალი
კატეგორია: ანალიტიკა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა:

"თიბისი კაპიტალი", რომელიც ოპერირებს კორპორაციულ საკონსულტაციო, კვლევებსა და საბროკერო მიმართულებით აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო პოზიციის ბიზნეს-ამოცანა:

** კლიენტის მიერ მოწოდებული და დამოუკიდებლად მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებით ფასიანი ქაღალდის ემისიისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადება;
** ფასიანი ქაღალდის ემისიასთან დაკავშირებულ მხარეებთან ერთად კოორდინირებული მუშაობა ემისიის დასასრულებლად;
** სხვადასხვა საკონსულტაციო პროექტის განსახორციელებლად საჭირო ანალიზის შესრულება და დოკუმენტების მომზადება (ფინანსური მოდელი, პრეზენტაცია, საკრედიტო რეიტინგის ანალიზი).

მთავარი ფუნქციები:

ფინანსური ანალიზი:

** კლიენტის მიერ მოწოდებული ფინანსური ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
** ფინანსური მოდელის აწყობა და შედეგების ანალიზი;
** კლიენტის ფინანსური მდგომარეობის შეფასება;
** კლიენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ემისიის პროსპექტში გადატანა;
** ემისიის პირობების პოტენციურ ინვესტორებთან კომუნიკაცია;
** ემისიის პროსპექტის დრაფტის საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმება;
** ემისიის პროცესში ჩართულ იურიდიულ კომპანიასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად ემისიის პროსპექტის შესაბამისი ნაწილების დასრულება;
** ფინანსური მოდელის აწყობა;
** ფინანსური მოდელის დაშვებების დეტალური ანალიზი და მათი შესაბამისობის შეფასება;
** კომპანიის პრეზენტაციის შედგენა;
** კომპანიის სავარაუდო რეიტინგის საკრედიტო გაკეთება;

კოორდინირება სხვადასხვა მიმართულებასთან: საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მიმართულებასთან ინფორმაციის კოორდინირებული მიმოცვლა და მუშაობა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ფინანსების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის ცოდნა;
** ფინანსური ან/და საკონსულტაციო სერვისების პროვაიდერ კომპანიაში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: tbccapitaljobs@tbccapital.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/5720



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |