www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: გრანდ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Grand Electronics აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალების განვითარება, კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე
** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** ფილიალებში ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** პროდუქციის ნაშთის მონიტორინგი;
** მუდმივი კომუნიკაციის ქონა ქსელის მმართველთან
** რისკების შეფასება და მართვა;
** შესაბამისი ანგარიშების წარმოება.
** პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოსა და გუნდს, სადაც შეძლებთ მუდმივ განვითარებასა და პიროვნულ რეალიზაციას;
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-მისამართზე: hr@grandel.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მერჩენდაიზერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |