www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: გარდაბნის თბოსადგური 2
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

შპს "გარდაბნის თბოსადგური 2" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: გარდაბანი (შენიშვნა: ქ. თბილისიდან/ქ. რუსთავიდან სამუშაო ლოკაციამდე და უკუმიმართულებით ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ).

კანდიდატის მიმართ მოთხოვნები:

** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება, შენახვა და გაცემის სამუშაოების ხელმძღვანელობა;
** მიღებული საქონლისა და სათადარიგო მარაგნაწილების განთავსება რაციონალურად, საწყობის ფართობის მაქსიმალურად გამოყენების თვალსაზრისით. ინვენტარისა და მატერიალური ფასეულობების იოლად და სწრაფად მიგნება, აგრეთვე მათი შენახვის პირობების უზრუნველყოფა;
** აწარმოოს საწყობში აღრიცხვის ოპერაციები. შემოსავალ-გასავლის დოკუმენტების სწორი დაფიქსირება, სათანადო ჟურნალებში მათი აღრიცხვა;
** აკონტროლებს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის გამართულ მდგომარეობაში ყოფნას, ცენტრალური საწყობის შენობის მდგომარეობას. დაცლა/დატვირთვის სამუშაოების ხელმძღვანელობა;
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
** საქონლისა და მარაგნაწილების გაცემის ორგანიზაცია კორპორაციის ობიექტებსა და თბოსადგურის საამქროებზე წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად;
** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების შენახვის წესების საიმედოობის კონტროლს;
** სადგურის დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სასაწყობო მეურნეობის ყველა სათავსოს შემოვლა და დათვალიერება (რომლის დროსაც მოწმდება დაკეტილ სათავსოებზე ბოქლომებისა და დამრების მდგომარეობა), მიღება-ჩაბარების ჟურნალში (ინახება დაცვის თანამშრომლებთან), სათანადო ჩანაწერის დაფიქსირება და ხელის მოწერა;
** სამუშაო დღის დაწყების წინ იბარებს დაცვის სამსახურის თანამშრომლებისგან და ანალოგიური პროცედურების ჩატარების შემდეგ სამუშაო დღის ბოლოს აბარებს მათ;
** საწყობის თანამშრომლებისთვის დავალებების დელეგირება და შესრულების კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
** ბუღალტერიასთან ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება;
** პროფესიით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
** ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (Ms Office Excel, Word) ფლობა;
** ინგლისური ენების სამუშაო დონეზე ფლობა.

აუცილებელი უნარები:

** დისციპლინირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტური განაწილების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

მოცემულ ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენის მიზნით, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@tpp.ge არაუგვიანეს 2021 წლის 30 სექტემბრისა. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

შენიშვნა: დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას.

გთხოვთ, არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ საკვალიფიკაციო და საგანმანათლებო მოთხოვნებს.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |