www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამის ადმინისტრატორის თანაშემწე
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge; www.AVZI.ge) აცხადებს ვაკანსიას პროგრამის ადმინისტრატორის თანაშემწის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოვალეობები:

** მომხმარებლების პროგრამული მართვა, მხარდაჭერა, ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია;
** პროგრამული გატარებების გადამოწმება/კორექტირება;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** პროგრამის პროცესების აღწერილობის შექმნა;
** პროგრამის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფაში ჩართულობა;
** დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული (სხვა) დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) კარგად ცოდნა;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** პედანტურობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: შეთანხმებით;
სამუშაო გრაფიკი: სრული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ოქტომბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "პროგრამის ადმინისტრატორის თანაშემწე".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |