www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: Digital Marketing House
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

"Digital Marketing House" - არის მარკეტინგული კომპანია, რომელიც ციფრულ მარკეტინგულ მომსახურებას უწევს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში მოღვაწე კომპანიებს, ეხმარება ციფრულ სამყაროში ღირსეული ადგილის დამკვიდრებასა და განვითარებაში.
ვეძებთ გამოცდილ სოციალური მედიის მენეჯერს.

მოვალეობები:

** ინტერნეტ სივრცეში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და მონიტორინგი;
** დამკვეთის სოციალური მედიის პლატფორმების მართვა/კონტენტის მომზადება (გუნდთან ერთად);
** ციფრული მარკეტინგის კამპანიების დაგეგმვა ყველა შესაძლო ციფრული არხის გამოყენებით;
** მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის და ონლაინ ტრეფიკის მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი;
** ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიური სიახლეების და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და შემდგომი გამოყენება;
** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით პროექტების მართვა;
** ციფრული არხების ანალიტიკა;
** არსებულ პარტნიორებთან შეხვედრა და აქტიური კომუნიკაციის დამყარება.

მოთხოვნები:

** გამოცდილება: სასურველია სამუშაო გამოცდილება 1 წელი აღნიშნულ პოზიციაზე
** განათლება: ხარისხი - ბაკალავრი;
** სფერო: სასურველია მარკეტინგი, ინფორმაციული ტექნოლოგიები;
** ენები: ქართული - ძალიან კარგი, ინგლისური კარგად, რუსული სამომხმარებლო დონეზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია: Facebook ads/business Manager -ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრენდების ცოდნა ციფრულ მარკეტინგში.
** კრეატიული და გუნდურად მომუშავე.

უნარები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** შემოქმედებითი აზროვნება
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

პირობები:
** სამუშაო საათები - 10:30 დან 18:00 მდე, შაბათს 10:30 დან 15:00 მდე, კვირა დასვენების დღეა
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალოდ 700-1000 ლარი)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ნამუშევრები მისამართზე: vacancy.dmh@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |