www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან "ლაქტალისის" ჯგუფის წევრი - lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკ.
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი 900-1200 ლარი ხელზე ასაღები

მოთხოვნები:

** სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა B, C კატეგორია.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელფოსტაზე: hr.sante@ge.lactalis.com ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61 . გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "მძღოლ-ექსპედიტორი".

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |