სარეკლამო კომპანია "დები" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და შეთანხმების საფუძველზე,
ძირითადი მოვალეობები:
** პარტნიორების მოძიება, შერჩევა და მათთან მოლაპარაკების წარმოება ყველა შესაძლო საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით;
** გრძელვადიანი ურთიერთობების შეთანხმება და შედეგის მიღწევა;
** მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება, გაუმჯობესება და რეგულარული მონიტორინგი;
** გაყიდვების ეფექტურად დაგეგმვა და კონტროლი;
** გაყიდვების დაკავშირებული დოკუმენტაციის, მომზადება და მონიტორინგი;
აუცილებელი უნარები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის ფლობა; ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: printcompany.debi@gmail.com. გთხოვთ სათაურის ველში - subject მიუთითოთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება). მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.