www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის II კატეგორიის სპეციალისტი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 25 იანვარი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ანგარიშგების სამსახურის II კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: ორი

თანამდებობრივი მოვალეობები:

** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
** შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევა;
** პოტენციურ მიმწოდებლებთან შესყიდვის ობიექტის მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი და შეჯამება;
** მიმწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** შესყიდვის მოთხოვნის ინიციატორთან კოორდინირებული მუშაობა;
** ხელმძღვანელობის მითითებების და დავალებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია სამსახურის საქმიანობასთან;
** საქართველოს საკანონმდებლო აქტებით და კომპანიის დებულებით, შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესითა და სხვა აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება; სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს სამსახურის საქმიანობის სპეციფიკიდან და აუცილებელია სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისათვის;
** სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების თაობაზე ინფორმაციული ხასიათის მონიტორინგი;
** სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ანგარიშგებისა და ბიუჯეტირების (ეფემჯი) პროგრამაში ასახვა;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; მიმართულება/დარგი/სპეციალობა: პრიორიტეტია ეკონომიკა/ფინანსები/ სამართალი;
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია მუშაობის 1 წლის სტაჟი, მათ შორის სასურველია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენა: სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო - Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook ცოდნა;
** სასურველია პროგრამა "FMG"-ის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა,
** სამუშაოთა დაგეგმვის, კოორდინირებისა და კონტროლის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 04 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |